საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება: | საერთაშორისო სამართალი/International Law |
უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური | მაგისტრატურა |
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია (ქართულად და ინგლისურად) | საერთაშორისო სამართლის მაგისტრი/Master of International Law * |
სწავლების ენა | ქართული |
სწავლების ხანგრძლივობა | 4 სემესტრი |
პროგრამის ხელმძღვანელი | პროფესორი, სამართლის დოქტორი - ირინე ქურდაძე |
პროგრამის სტრუქტურა: | |
სავალდებულო სასწავლო კურსები | 25 ECTS |
არჩევითი სასწავლო კურსები | 50 ECTS |
იურიდიული კლინიკა | 15ECTS |
სამაგისტრო ნაშრომის შესრულება და დაცვა | 30 ECTS |
* საერთაშორისო სამართლის მაგისტრი/Master of International Law (მიენიჭება საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და არანაკლებ 120 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში)საერთაშორისო სამართლის მაგისტრი/Master of International Law (მიენიჭება საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და არანაკლებ 120 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში)
საერთაშორისოსამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს:
● შესძინოს ღრმა და სისტემური ცოდნა ეროვნული და საერთაშორისო სამართლის მიღწევების, მათი ურთიერთკავშირისა და ურთიერთმიმართების, ქართული სამართლის განვითარებაზე ევროკავშირის სამართლის გავლენის, პრაქტიკული პრობლემების გადაწყვეტის მეთოდოლოგიური პრინციპების, იურიდიული მეცნიერების აქტუალური პრობლემების, იურიდიული კვლევის მეთოდების, აკადემიური პატიოსნების წესების, აკადემიური ეთიკის საკითხების, პროფესიული სამეცნიერო ტექსტების შექმნის ძირითადი პრინციპების, სამოსამართლო სამართლის, როგორც სამართალშემოქმედების აქტის, ასევე სამოსამართლო ეთიკის წესებისა და მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების თავისებურებების შესახებ;
● გამოუმუშავოს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის, საკანონმდებლო ნოვაციების, უახლესი მეცნიერული კვლევების ანალიზის, ასევე ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების თაობაზე საკუთარი კომპლექსური და ორიგინალური სამართლებრივი დასკვნების შემუშავების უნარი;
● გამოუმუშავოს პროფესიულ დონეზე საერთაშორისო სამართლის ნორმების განმარტების, სტრატეგიულ მიდგომების და/ან პრობლემის გადაჭრის ინოვაციურ გზების გამოყენების, საერთაშორისო სამართლის სფეროში იურიდიული შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებების, არასტანდარტული სამართლებრივი სიტუაციების შეფასების, სამართლებრივი ხარვეზების მოძიების და პრაქტიკაში არსებული კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის ორიგინალური გზების შემუშავების უნარი;
● გამოუმუშავოს საერთაშორისო სამართლის სფეროში აქტუალური სამეცნიერო სამართლებრივი პრობლემის ამოცნობის, მისი გადაწყვეტის შესაბამის სამეცნიერო გზების შემუშავების, საერთაშორისო სამართლის აქტუალურ საკითხებზე სამეცნიერო-კვლევითი პროცესის დაგეგმვის და სამეცნიერო კვლევითი პროექტის/ნაშრომის შემუშავების უნარი;
● გამოუმუშავოს აკადემიური, კომპლექსური და პროფესიული საზოგადოებისათვის საკუთარი კვლევის შედეგების, დასკვნებისა და არგუმენტების ქართულ და ინგლისურ ენებზე წერითი და ზეპირი ფორმით გაზიარების უნარი;
● გამოუმუშავოს სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის უცხოური სამართლებრივი საინფორმაციო რესურსებიდან, პირველადი მონაცემების, უახლესი ინფორმაციის ავტონომიურად მოძიებისა და საერთაშორისო სამართლის სფეროში სწავლის დამოუკიდებლად წარმართვის უნარი;
● გამოუმუშავოს აკადემიური პატიოსნების წესების, სამეცნიერო კვლევის ეთიკური შედეგების, პროფესიული ეთიკის სტანდარტების დაცვისა და პროფესიული ცოდნის, სამართლებრივი პრაქტიკისა და სამართლებრივი ღირებულებების განვითარების უნარი.
საერთაშორისოსამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სამართლის ან საერთაშორისო სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ჩაირიცხება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და B2 დონის ინგლისური ენისა და სპეციალობის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე.
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების საკითხები/ტესტები და სტუდენტთა ცოდნის შეფასების კრიტერიუმები განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოცდების დაწყებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე.
საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით.
საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით.
ინგლისური ენის გამოცდისაგან თავისუფლდება კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ასევე კანდიდატი, ვისაც ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურზე ინგლისურენაზე გავლილი აქვს სასწავლო კურსი.
საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი:
(A) აღწერს თანამედროვე საერთაშორისო სამართლის მიღწევებს, განვითარების ძირითად ტენდენციებს, გამოწვევებსა და ხარვეზებს, საერთაშორისო და ეროვნული სამართლის ურთიერთკავშირისა და ურთიერთმიმართების პრობლემებს, თანამედროვე საერთაშორისო სამართლის მეცნიერების მეთოდოლოგიურ ცნებებს, პრინციპებს, აქტუალურ პრობლემებს, ეროვნული სამართლის ევროპის სამართალთან დაახლოების/ჰარმონიზაციის საკითხებს, ასევე იურიდიული კვლევის თანამედროვე მეთოდებს, აკადემიური პატიოსნების წესებს, პროფესიული სამეცნიერო ტექსტების შექმნის ძირითად პრინციპებს, სამოსამართლო სამართლის საკითხებს, სამოსამართლო ეთიკის წესებს და მოსამართლეთა დისციპლინური სამართლაწარმოების თავისებურებებს;
(B) აანალიზებს თანამედროვე ეროვნულ და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკას, საერთაშორისო სამართლის უახლეს მეცნიერულ კვლევებს და საერთაშორისო სამართლის სფეროში არსებული კომპლექსური პრობლემების გადაჭრის გზების თაობაზე შეიმუშავებს საკუთარ კომპლექსურ და ორიგინალურ სამართლებრივ დასკვნებს;
(C) განმარტავს საერთაშორისო სამართლის ნორმებს პროფესიულ დონეზე, იყენებს სტრატეგიულ მიდგომებს და/ან პრობლემის გადაჭრის ინოვაციურ გზებს, აფასებს საერთაშორისო სამართლის სფეროში იურიდიული შემთხვევის ფაქტობრივ გარემოებებს, არასტანდარტულ სამართლებრივ სიტუაციებს, პოულობს სამართლებრივ ხარვეზებს და პრაქტიკაში არსებული რთული, კომპლექსური პრობლემების თაობაზე შეიმუშავებს მათი გადაწყვეტის ახალ, ორიგინალურ გზებს;
(D) ამოიცნობს საერთაშორისო სამართლის სფეროში აქტუალურ სამეცნიერო სამართლებრივ პრობლემას, შეიმუშავებს მისი გადაწყვეტის შესაბამის სამეცნიერო გზებს, საერთაშორისო სამართლის აქტუალურ საკითხებზე გეგმავს სამეცნიერო-კვლევით პროცესს და აკადემიური ეთიკის სტანდარტების დაცვით შეიმუშავებს სამეცნიერო კვლევით პროექტს/ნაშრომს;
(E) მსჯელობს აკადემიურ, კომპლექსურ და პროფესიულ საზოგადოებასთან საკუთარი კვლევის შედეგების, დასკვნებისა და არგუმენტების თაობაზე, აკადემიური კეთილსინდისირების პრინციპების დაცვით, წერითი და ზეპირი ფორმით;
(F) ავლენს სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის უცხოური სამართლებრივი საინფორმაციო რესურსებიდან, პირველადი მონაცემების, უახლესი ინფორმაციის ავტონომიურად მოძიებისა და საერთაშორისო სამართლის სფეროში სწავლის დამოუკიდებლად წარმართვის უნარს;
(G) აღიარებს და პატივს სცემს აკადემიური პატიოსნების წესებს, სამეცნიერო კვლევის ეთიკურ შედეგებს, პროფესიული ეთიკის სტანდარტებს, მონაწილეობს პროფესიული ცოდნის, სამართლებრივი პრაქტიკისა და სამართლებრივი ღირებულებების განვითარებაში.
საერთაშორისო სამართლის მაგისტრი მომზადებულია სამართლის სფეროში მაღალი რანგის იურიდიული პრაქტიკის განსახორციელებლად და სამეცნიერო მუშაობის გასაგრძელებლად. შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ეძლევა იმუშაოს ნებისმიერ იმ თანამდებობაზე, სადაც მოითხოვება სამართლის ან საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი წინაპირობები.